ასპირინს შეუძლია გადაწყვიტოს “თვითნებური” აბორტის პრობლემა?

განმეორებადი თვითნებური აბორტების შემთხვევაში საჭიროა უბრალოდ სისხლის ანალიზის გაკეთება და ასპირინის მიღება ყოველდღიურად, რათა თავიდან იქნას აცილებული ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.

აღნიშნული სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები ზოგიერთი საკუთარი ფოსფოლიპიდის მიმართ. ამის შედეგად ვითარდება იმუნური რეაქცია იმპლანტაციის, ზრდის, ემბრიონის და ნაყოფის განვითარების პროცესების მიმართ. ეს სინდრომი უფიქსირდებათ ორსულების 5%-ს. ამასთან დედის ძირითადი პრობლემა - თრომბოზებია. ნაყოფს შეიძლება აღენიშნებოდეს ჟანგბადის ნაკლებობა, რაც მოგვიანებით განვითარებული თვითნებური აბორტის მიზეზი ხდება.

პროფესორი გრეხამ ჰიუზი ლონდონ ბრიჯის ჰოსპიტლიდან დარწმუნებულია, რომ ამ სინდრომის გამოვლენა შესაძლებელია სისხლის ანალიზის მეშვეობით, ხოლო ჩვეულებრივი ასპირინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, დაეხმარება ორსულს, ბოლომდე მიიყვანოს ორსულობა. ანალიზის გაკეთება საჭიროა პირველი აბორტის შემდეგ, ხოლო თუკი ადგილი აქვს განმეორებით აბორტს, ეს წარმოადგენს აუცილებელ ჩვენებას ტესტის ჩასატარებლად, ანუ ანალიზის გაკეთება ცალსახად სავალდებულოა.

აღნიშნულ სინდრომის დროს ასპირინის მიღების შემთხვევაში წარმატებული ორსულობის მაჩვენებელი 20%-იდან შეიძლება გაიზარდოს 75-80%-მდე. თვითნებურ აბორტს შეიძლება ადგილი ქონდეს ორსულობის მერვე ან იშვიათად მეცხრე თვეზეც კი.

ძალიან ხშირად ქალებს 12-15 თვითნებური აბორტიც კი ქონიათ, სანამ მათ აღნიშნულ დიაგნოზს დაუსვამდნენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული სინდრომი ექიმებისათვის დღემდე არ არის კარგად ცნობილი. აღნიშნული დარღვევის სიმპტომებია შაკიკი, მეხსიერებასთან და წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი მედიკოსი ამ სიმპტომებთან შეხების შემთხვევაში გაფანტული სკლეროზის ალბათობაზეც კი იწყებს ფიქრს.

კომენტარი