კიბერშეტევები საინფორმაციო სააგენტო ივერონზე

საინფორმაციო სააგენტო "ივერონის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხორციელდება კიბერშეტევა. დაუდგენელი პირები ცდილობენ საიტის გატეხვას, რაც ფეისბუქის გვერდის ავტომატურ დაბლოკვას და სააგენტოს შეფერხებით მუშაობას იწვევს.

"ივერონის" რედაქცია მიმართავს შესაბამის უწყებებს თხოვნით, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და აღკვეთონ სააგენტოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია სამართალდამცავ ორგანოებს გადავცეთ ის "იპ" მისამართები, რომლებიც "ივერონმა" მოიპოვა და საიდანაც სავარაუდოდ კიბერშეტევა ხორციელდება.

კომენტარი

×