სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალურად დაუცველები სკოლის შენობაში შეიჭრნენ

სოციალურად დაუცველი 40-მდე ოჯახი 68-ე საჯარო სკოლის შენობაში გუშინ გვიან ღამით შეიჭრა.

შეჭრილებს შორის ის ოჯახებიც არიან, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ 200-ლარიან დახმარებაზე თანხმობა განაცხადეს და საცხოვრებლად ქირით გავიდნენ.

სოციალურად დაუცველი პირების თქმით, მათ ქირის თანხა დაგვიანებით დაერიცხათ და სახლის მეპატრონეებმა ისინი ბინიდან გამოაგდეს.

სოციალურად დაუცველები სკოლის შენობის დატოვებას არ აპირებენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100