სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში "დედ ჰასანთან" დაპირისპირებული ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს

აფხაზეთში, კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანთან("დედ ჰასანი") დაპირისპირებული .. კანონიერი ქურდი ასტამურ გულია, მეტსახელად "ასტამურ სუხუმსკი" მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 31 წლის კრიმინალურ ავტორიტეტზე თავდასხმა სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

მას ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. იმის შესახებ, ზუსტად როდის მოხდა თავდასხმა, ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ გულია 20 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.რუსული მედიის ცნობით, ასტამურ გულიამ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2012 წლის 10 დეკემბერს მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება დუბაიში შედგა. მას დაახლოებით სამოცამდე კრიმინალური ავტორიტეტი დაესწრო, რომლებიც "დედ ჰასანთან", იგივე ასლან უსოიანთან იყვნენ დაპირისპირებულები. ამ შეხვედრაზე მოხდა 15 ახალი, ე.წ. კანონიერი ქურდის "ნათლობა", რაც მაშინ განიხილეს, როგორც გამოწვევა "დედ ჰასანის" წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის დაპირისპირების გამო, ახალი ე.წ. კანონიერი ქურდების "ნათლობაზე" მორატორიუმი იყო გამოცხადებული და მის დარღვევას მხოლოდ "დედ ჰასანის" მომხრეები წყვეტდნენ. დუბაიაში შემდგარი "ნათლობით", უსოიანის მოწინააღმდეგეებმა აჩვენეს, რომ მათაც შეუძლიათ ამ აკრძალვის დარღვევა. არსებული ინფორმაციით, დუბაის შეკრების შემდეგ, უსოიანის მომხრეებმა "ქურდებად მონათლულების" წინააღმდეგ ნადირობა გამოაცხადეს.

ვითარების დასარეგულირებლად, დეკემბრის ბოლოს მოსკოვში "დედ ჰასანის" ორი არაკეთილმოსურნე, მერაბ ჯანგველაძე("მერაბ სუხუმსკი") და ჯემო მიქელაძე("ჯემო") ჩავიდნენ. "დედ ჰასანის" სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მოსკოვის ცენტრში 16 იანვარს მოკლეს. ის გუშინ მოსკოში, ხოვანსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100