სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ იხურება რიკოთის გვირაბი?

ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება.

"18 იანვრიდან 30 იანვრის ჩტვლით, საღამოს 20.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე რიკოთის გვირაბში ელექტრო–ტექნიკური სამუშაოების დასრულების მიზნით ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის უღელტეხილის შემოვლით გზაზე", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში ელექტრო-ტექნიკური სამუშაოები დროებით შეჩერდება და მოძრაობა კვლავ გვირაბის გავლით აღდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100