სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია II : გუშინდელი შეხვედრა სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინება იყო

საპატრიარქოში გამართული გუშინდელი შეხვედრა განსაკუთრებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც უწმინდესმა ბრძანა, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მომავალზე ისაუბრეს. 
"ეს იყო სიყვარულის, პატივისცემის გამოვლინება და ეს იყო სულთა ზეიმი",-ბრძანა პატრიარქმა. 

უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა წლევანდელი წელი სიყვარულის წლად გამოცხადდეს.

პატრირქმა უმაღლესი რანგის სასულიერო პირების ვიზიტზეც ისაუბრა. "ალბათ, 2000 წლის მანძილზე ასეთი შემთხვევა საქართველოში არ ყოფილა, რომ სამი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და დამოუკიდებელი ეკლესიების მაღალი სასულიერო პირები ერთად შეხვდნენ ძველით ახალ წელს საქართველოში. მათ დალოცეს საქართველო და მთელი მსოფლიო",-ბრძანა ილია მეორემ. 

პატრიარქმა ჟურნალისტებიც დალოცეს. "თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შეხედულებები. იმ საკითხებთან ერთად, რაც შუქდება, აღნიშნეთ ის სიკეთეები, რაც კეთდება, რომ ხალხს მომავლის იმედი მიეცეს",-ბრძანა ილია მეორემ. 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100