სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებულად თენგიზ გუნვას წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდში ელოდებიან. ზუგდიდელებს სააკაშვილი სამეგრელოზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად შს გენ. ინსპექციის ყოფილ უფროსს - თენგიზ გუნავას წარუდგენს.

თუმცა გუნავას ამ პოსტზე დანიშვნის ფაქტს ამ დრომდე არც გუნავა და არც გუბერნიის პრესსამსახური ადასტურებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს თამუნა შონიამ განუცხადა, პრეზიდენტის დასახვედრად ქალაქი მზადაა. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახური ნათია ბანძელაძე, რომელმაც სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე თენგიზ გუნავას დანიშვნა არც უარყო და არც დაადასტურა.

ცნობისთვის, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორჯერ დააკავეს. თუმცა მას ღარიბაშვილის უწყებამ იარაღის უკანონო შეძენა და ტარება, ასევე ნარკოტიკის მოხმარება ვერ დაუმტკიცა.

მეტიც, საზოგადოების პროტესტის შემდეგ შს მინისტრს გუნავას საქმეში მონაწილე 6 პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება მოუხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100