„მაგთიკომი“ აბონენტებს დასცინის

საქართველოში რომ ბევრია უცნაური გვარ–სახელის მქონე ადამიანი, ყველამ კარგად ვიცით. ქვეყანა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ პოპულარული იყო სახელები: ლესტანბერი (ლენინ–სტალინ–ბერიას კომბინირებული ვარიანტი); დაზმირი („და ზდრავსტვუეტ მირ!“) კამანდა; გელოდი; მოგელი; ველოდი; არველოდი; მეტვარი (მეგრ. „მეტი არ მინდა“) და სხვა, უცნაური გვარების ნაკლებობასაც არ განიცდის, მაგრამ ის, სია, რომელიც „დრონი.ჯი“–ს ჩაუვარდა ხელში, უნიკალურია იმდენად, რამდენადაც მასში შესული არიან საქართველოში ერთ–ერთი პოპულარული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის, „მაგთიკომის“ აბონენტები, ხოლო თვითონ სია არაოფიციალური გზებით სოციალურ ქსელებში მოხვდა.

რამდენად ეპატიება სოლიდურ კომპანიას საკუთარი კლიენტების ვინაობის ამ კონტექსტში გახმაურება და არის თუ არა, ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა – ამის გარკვევა იურისტებისთვის მიგვინდვია, ხოლო ვინ არის კომპანიაში დაკავებული ქვემოთმოყვანილი გვარ–სახელის მქონე კლიენტების მონაცემთა შეგროვებით და მერე ამ მონაცემების სოცქსელებში გამოქვეყნებით, ან საერთოდ, არის თუ არა რეალური ეს სია, – ეს უკვე თვითონ კომპანიამ გაარკვიოს, ჩვენ კი გთავაზობთ მაგთიკომის ძველი და ახალი აბონენტების სიას, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა და საყოველთაო ქილიკის საფუძველიც გახდა.

დავამატებთ, რომ „დრონი.ჯი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „მაგთიკომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თათული ღვინიაშვილს, რომელთანაც სცადა, გადაემოწმებინა, არიან ან იყვნენ თუ არა სიაში მოხვედრილი პირები კომპანიის აბონენტები. თათული ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ აბონენტთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია კონფედენციალურია და მისი გაცემის უფლება არა აქვთ, ამავე დროს, „არარეალური“ უწოდა სიას, რომელიც „ფეისბუქშია“ გამოქვეყნებული და ელექტრონული ფოსტით მისი გამოგზავნა ითხოვა, თუმცა, რადგან ის დარწმუნებულია სიის არარეალურობაში, თავისთავად ამ სიის წაკითხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მისცემს.

„დრონი.ჯი“–ს აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სია ფბ–ში „მაგთიკომის“ ერთ–ერთმა თანამშრომელმა (მოქმედმა) გაავრცელა, თუმცა, მისი ვინაობის გამჟღავნებისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს. აი, როგორ გამოიყურება ეს სია, სადაც თავდაპირველად აბონენტის გვარი, შემდეგ კი სახელია მითითებული:

ეშმაკურაშვილი ჟანა

ფრანცუაზა ფიფქია

ესვანჯია ასკილი

შინულაევა პიკა

ბეწუკლიშვილი ნუკრი

ხვინთელიანი კანდალი

კუზიბაბაშვილი შარმაკო

არაჩემია მზიანა

დონღვანი გვინდონ

პრაზდნიკი ნიკა

გოგეშვილი კუკუნა

დაშნიანი ფუჩქი

მუზიკა ოლგა

ხალოშ დიმიტრი

ოლიმპიადა ადამიანი

ალიოშ კიზი

ჟუჟუნა განდელიანი

საქსისი ნათათრალაშვილი

თამაზი უიუიაშვილი

ნანი ყაყლაშვილი

რობინზონ ყლაჯეიშვილი

ნიკოლოზი წყავზარაძე

ექვთიმე ჭიპაშვილი

ალენდელონ ლაზია

კომენტარი