სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა მომვლელმა 90 წლის იტალიელი ქალი მოკლა

იტალიაში, ტოსკანის რეგიონში 90 წლის ქალბატონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა. იტალიაში საქართველოს კონსულ ვახტანგ ანდღულაძის განცხადებით, საკონსულოს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

თუმცა იტალიის პრესაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

როგორც იტალიის მედია იუწყება, მკვლელი 24 წლის ნათია თათარაშვილია, რომელიც 5 წელია იტალიაში იმყოფება. თათარაშვილმა დანაშაული აღიარა და ის ფლორენციის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვისას ნათია თათარაშვილმა განაცხადა, რომ მასში ორი ადამიანი არსებობს - კარგი და ცუდი.

მისივე თქმით, 90 წლის ქალის მუდმივმა საყვედურებმა და კრიტიკამ იმის თაობაზე, რომ მომვლელი სათანადოდ არ ასრულებდა მოვალეობებს, მისი განრისხება გამოიწვია.

გუშინ კი, ერთ-ერთი მორიგი შენიშვნის შემდეგ, ნათია თათარაშვილმა დანით მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენა მას ყელში. როგორც იტალიური მედია წერს, მკვლელობის შემდეგ, ნათია თათარაშვილი შეეცადა გაძარცვის იმიტაცია მოეწყო.

ნათია თათარიშვილმა დაკითხვისას ისიც აღნიშნა, რომ არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, "რათა მოეკლა ის ცუდი ადამიანი, რომელიც მასში არსებობს". აქედან გამომდინარე, გამომძიებლებმა საჭიროდ ჩათვალეს, დაედგინათ მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100