სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვები

ჩინეთის ქალაქ უხანში სასწაული მოხდა. 2 წლის ბიჭუნა მეთექვსმეტე სართულიდან გადმოვარდა და ცოცხალი გადარჩა. ამ დროისთვის ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

სასწაულებდივად გადარჩენილი ბავშვის მკურნალი ექიმი ლუ ჩჟანხუნის განცხადებით, ბიჭინას სიცოცხლის გადარჩენის შანსების დიდია.

აღსანიშნავია, რომ ეს მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის გადარჩენის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. 2010 წლის ოქტომბერში ჩინეთის ქალაქ გუიანში 10 წლის ბიჭუნა მეოცე სართულიდან გადმოვარდა, ავტომობილზე დაეცა და ცოცხალი გადარჩა. მსგავსი ინციდენტი ცოტა ხნის წინ თბილისშიც მოხდა, 6 წლის ნიკოლოზ ღაჭავა მე-9 სართულიდან გადმოვარდა, თუმცა მას სხეულზე მხოლოდ მცირე ნაკაწრები აღენიშნებოდა. შემთხვევა გლდანის რაიონში მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100