სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც გვიან ღამით გამოქვეყნდა, 30 ფურცელს მოიცავს.

დეკლარაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაშია 49 მიწის ნაკვეთი საქართველოს მასშტაბით – მათ შორის, ბაკურიანში, ჭორვილაში, საგურამოში, საირმეში, ნატანებსა და შეკვეთილში. ასევე, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ირიცხება 6700 კვ.მ მიწის ნაკვეთი რუსეთში. პრემიერის ოჯახი 47 საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართსაც ფლობს.

რაც შეეხება პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს, მას ქონებრივი დეკლარაციის სამ გვერდზე მეტი ეთმობა. ბიძინა ივანიშვილი ფლობს რამდენიმე მსხვილი უცხოური კომპანიის, რომელთა შორის არის "სიმენსი", ტელეკომუნიკაცია „პოლსკა“, "გუგლ აიაენსი", "პროგრესბანკის" და ჰიპერმარკეტ "კარფურის" აქციები.

რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო თუ საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებსა და შენატანებს, ბიძინა ივანიშვილის სახელზე სოლიდური თანხები ფიქსირდება ბანკ "როსიაში", "რაიფაიზენბანკის" მოსკოვისა და ცენტრალურ ფილიალებში, ასევე "პროგრესბანკსა" და "ქართუში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100