სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია II: მთელ მსოფლიოში ბოროტსა და კეთილს შორის დიდი ბრძოლაა

წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მას დახმარებისთვის არაქრისტიანებიც მიმართავენ. პატრიარის თქმით, წმინდა ნიკოლოზი უამრავ სასწაულს აღსრულებდა და მთავარი სასწაული კი მისი გული იყო, გაჭირვებულები ებრალებოდა და ყოველმხრივ შეეწეოდა. უწმინდესმა მიმართა მრევლს, რადგან წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლად შემწეა, შესთხოვონ მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სწრაფად დაბრუნება, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დავკარგეთ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ მთელ მსოფლიოში ბოროტსა და კეთილს შორის დიდი ბრძოლაა და შესთხოვა წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს მორწმუნეებს ამ ბრძოლაში.
უწმინდესის კურთხევით, დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100