სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალხო დამცველმა ახალაიას, გუნავასა და კალანდაძის საქმის მასალები გამოითხოვა

სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან შსს- გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას, ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის საქმეებზე მასალები გამოითხოვა.-ამის შესახებ დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, მან პირობა შეასრულა და პირველი საქმე, რომელზე მუშაობაც დაიწყო, თენგიზ გუნავას საქმეა.

ნანუაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან გახმაურებული დაკავებების დეტალურად შესასწავლად მასალები გამოითხოვა იმისთვის, რომ "მაქსიმალურად მოკლე დროში სიმართლე გაირკვეს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100