სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ დევნილები, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა (ვიდეო)

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში, ყოფილი სკოლის შენობაში თვითნებურად შესახლებული 70-მდე ოჯახი დღეს პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა.

ისინი ხულოს რაიონის ხიხაძირის ხეობიდან არიან. ხეობა მეწყერსაშიშ ზონად ითვლება.

ეკომიგრანტებმა სკოლის შენობა გუშინ დაიკავეს. მათი განცხადებით, ზამთრობით მათი ოჯახები საფრთხის ქვეშაა და ამის გამო დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თავიანთი პრობლემებით აჭარის მთავრობას არაერთხელ მიმართეს, საიდანაც პასუხი არ მიუღიათ.

გამოსახლებულები სკოლის მიმდებარედ რჩებიან, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ხელისუფლებისაგან ალტერნატიულ საცხოვრებლებს ითხოვენ.

გამოსახლებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი თავართქილაძე აცხადებს, რომ არცერთი უკანონო შესახლება არ დაკანონდება. ეკომიგრანტების პრობლემებზე კი სპეციალური კომისია მუშაობს და ის განსაზღვრავს, ვის რა სახის დახმარება სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100