სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა

აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უამრავი ადამიანი რეკავს.


"უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე და მოსახლეობას აინტერესებს, რეალურად რა ხდება წამლების ცალობით გაყიდვასთან დაკავშირებით. მე უკვე არაერთხელ განვმარტე და ახლაც ვიტყვი, რომ წამლების ცალობით გაყიდვა იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მისი შეფუთვა და ჰერმეტულობა არ ირღვევა. იკრძალება ფლაკონიდან წამლების პოლიეთილენში ან სხვა საგანში გადაყრა. ამით წამლის ხარისხი ფუჭდება. წამლის ხარისხსა და გაყიდვის საკითხებს კანონი არეგულირებს და დაარეგულირებს",-განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების საცალო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გუშინაც გაავრცელა, თუმცა აფთიაქების უმრავლესობა ყველა წამლის ცალობით გაყიდვაზე ამბობს უარს.


როგორც გუშინდელ განცხადებაშია ნათქვამი, არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ დაწსებულა და ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები, რომლის მიხედვითაც საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება არანაირი სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.


"რაც შეეხება დიდი მოცულობის შეფუთვიდან აბების ან კაფსულების გადანაწილებას პოლიეთილენის პაკეტებში, შეზღუდვა ან რაიმე სახის აკრძალვა არც აქ ყოფილა დაწესებული. განსხვავება ის არის, რომ ამ სახის გადაფასოება (განსხვავებით ზემოთ აღწერილი განცალკევებისაგან) მოითხოვს გარკვეული მარტივი პირობების დაცვას. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, საცალო გაცემა შესაძლებელი გახდება შეუფერხებლად", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნებათ მედიკამენტების საცალო შეძენაზე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 15 05.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100