სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოტყუებული, უბინაო ოჯახების აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან პროტესტი გრძელდება. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოში ერთი თვის წინ შეჭრილმა სოც დაუცველებმა მთელი ღამე პრემიერ მინისტრის სახლთან გაატარეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი საავადმყოფოს შენობაში ელექტროენერგიის ჩართვასა და ფართების დაკანონებას ითხოვენ.

სოციალურად დაუცველებთან წუხელ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი დევნილები პრემიერის სახლთან აქციებს წინა კვირაშიც მართავდნენ, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათ მიიღეს დაპირება, საავადმყოფოს შენობაში დენი ორშაბათს ჩაირთვებოდა, მაგრამ დაპირება არ შესრულებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100