სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია ლაზაშვილი TV9-ს დატოვების მიზეზებსა და ხანძარზე საუბრობს

არხის დატოვებ, მიზეზი ბევრია და ყველა ერთ ადამიანს, არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უკავშირდება. არ ვაპირებ ჩემი სახელი ან ნდობის ხარისხი ელიაშვილის კარიერულ ამბიციებს შევწირო და შურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო.“ - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა მეცხრე არხის დატოვების შემდეგ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას გააკეთა.

-
თქვით, რომ ფარულ ჩანაწერებში ნათქვამი "არხის ნგრევა" დაიწყო. რა იგულისხმეთ?


- არაფერს ვამტკიცებ. ყველამ იცის, რომ ასეთი ჩანაწერები არჩევნებამდე გავრცელდა. ავთენტურია თუ არა, ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ. მე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე და ვთქვი, რომ მოხდა დამთხვევა. ასეთი ჩანაწერის შემდეგ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო მისი მიზნების კეთილსინდისიერებაში. ნგრევა ადვილია, შენება კი ბევრად რთული.

- ხელმძღვანელობამ თუ შემოგთავაზათ დარჩენა?


- "ვისაც არ გინდათ, წადით, არ მჭირდება თქვენი დროებით დარჩენა, დღესვე მოვიყვან შემცვლელს", - მე უფრო ასეთი განცხადებები მოვისმინე. არხზე ვნებათაღელვა ელიაშვილის მოსვლისა და მისი თათბირის შემდეგ დაიწყო. ვცდილობდით მფლობელს სცოდნოდა, რატომ არ გვსურდა ელიაშვილთან თანამშრომლობა. პროდიუსერებს მისი ჩარევის მცდელობის რამდენიმე ფაქტი უკვე ჰქონდათ. გავაკეთე განცხადება, რომ რეორგანიზაციამდე დავრჩებოდით ტელევიზიაში, მაგრამ იმავე საღამოს ელიაშვილმა თქვა, რომ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ეს განცხადება და გააკეთა სხვა მაპროვოცირებელი განცხადებები, რათა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა.

- ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მეორე სამწუხარო ამბავი შეგემთხვათ, კახეთში თქვენი სახლი დაიწვა.


ეჭვი რომ რამეში შევიტანო, შეიძლება შეთქმულების თეორიაში გადავიდე, რაც არ მჩვევია. თუმცა, ფაქტია, რომ სახლში არავინ იყო და ისიც ფაქტია, რომ ბოლო მოვლენები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ხანძრის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პროვოკაცია, ვიღაცას უნდოდა ესარგებლა ჩემი არხიდან წამოსვლით, რათა გაჩენილიყო ინსინუაციების საფუძველი.

ლაზაშვილის განცხადებას ლუბა ელიაშვილი გამოეხმაურა.

“მომავალი გვიჩვენებს, ვინ გადაარჩინა არხი და ვინ აჰკიდა გაურკვეველი გადაწყვეტილებებით უამრავი პრობლემა. ეს არხი უკვე გადარჩენილია, აქ უამრავი კარგი ადამიანი მუშაობს და თუ ნათია ლაზაშვილი არ იქნება, ამით არაფერი მოაკლდება.-განაცხადა მეცხრე არხის ხელმძღვანელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100