სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბედუკაძე საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს

მზად ვარ საქართველოში დავბრუნდე და პროკურატურასთან ვითანამშრომლო,-განაცხადა ბედუკაძემ „ივერონის“ პრესკლუბში სკაიპით გამართული ტელე-ხიდის მეშვეობით.

ბედუკაძე ამბობს, რომ მას უკვე ჰქონდა საუბარი პროკურატურის წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ციხის კადრებთან დაკავშირებით მის ბრალეულობას ცნობს, როგორც თავად აცხადებს, ის მზად არის პასუხი აგოს.

ბედუკაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას დახმარება ჟურნალისტ ირმა ინაშვილისთვის არ უთხოვია და ციხის მასალები კი თავის მეგობარ გიორგი ლომიას გადასცა. ბედუკაძე აცხადებს, რომ ციხის კადრების მასალების გამოძიების შემდეგ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100