სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს "ბე-ემ-ვესა" და "ფოლცვაგენის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ "ფოლცვაგენი" რამდენჯერმე ამობრუნდა. დაზარალებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებით თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე სტაციონარში მკურნალობის კურსს გადიან.

ორი ადამიანი დაშავდა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. "ჰონდას" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომმა ორმა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100