სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია დაკავებული არ არის

ცოტა ხნის წინ მასობრივი ინფორმაციის რამდენიმე საშუალების მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია დააკავეს, არასწორია.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, თემურ ჯანაშია არ დაუკავებიათ. როგორც პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მან პირადად გადაამოწმა ეს ინფორმაცია და ზუსტად იცის, რომ თემურ ჯანაშია საღამოს 11 საათისთვის თავის სამუშაო კაბინეტში იმყოფება.

კომენტარი