პროკურატურამ დილით დაპირებული დაკავებულთა სია საღამოს გამოაქვეყნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაკავებულთა ვინაობა მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი და ასევე აღნიშნული იყო, რომ გამოქვეყნდებოდა იმ ჩვენებების ნაწილი, რომელთა მიხედვითაც დაკავებულებს ბრალი უნდა წარედგინოთ.

ჩვენებების გამოქვეყნება ხვალისთვის გადაიდო, დაკავებულთა სია კი ასე გამოიყურება:

"მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;

2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;

3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;

4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზაალ მაისურაძე;

5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;

6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;

7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;

8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;

9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;

10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;

11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;

12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

დაკავების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაცხადდება 2012 წლის 16 ნოემბერს, დღის 12.00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანიშნულ ბრიფინგზე.

კომენტარი