ბაჩო ახალაია "კანონიერი ქურდების" საპყრობილეში სოზარ სუბარის ბრძანებით გადაიყვანეს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, რომ შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების მე–7 ს დაწესებულებაში გადაიყვანს. როგორც ტროს პრესამსახური იტყობინება, ახალაიას გადაყვანა, პირადად მინისტრის სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით, პატიმრის უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეშვიდე საპყრობილეში ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს. პრესსამსახურის განცხადებით, მე–7 საპყრობილეში ყველაზე ცოტა პატიმარია და ბაჩო ახალაია იქაც სამარტოო საკანში იქნება.

კომენტარი