სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კვლავ აგრძელებს საზოგადოების გაოცებას ნოვატორული იდეებით.
ფგდფგდგდფ
შემდეგი გამბედავი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც სამინისტრო აპირებს, 2015 წლიდან საქართველოს ციფრულ ტელე-რადიო მაუწყებლობაზე გადასვლაა. ცვლილებების შემდეგ დღეს არსებული ტექნიკა გამოუსადეგარი გახდება და არხების მიღება მხოლოდ სპეციალური ციფრული ტელევიზორებით და რადიოთი იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს ციფრული მაუწყებლობის მისაღებად სპეციალური დეკოდერის დაყენება შეეძლება.
ფგდფგდგდფ
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადაწყდა, თუმცა ,უწყება ცდილობს პროცესმა მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს. მათივე თქმით, ციფრული მაუწყებლობის სპეციალური მიმღების დაყენება ჩვეულებრივ ტელევიზორზე 40 დოლარი ჯდება, ამასთან, შესაძლებელია დეკოდერების ადგილობრივად წარმოება მოხდეს.
ფგდფგდგდფ
ტექნიკის მწარმოებლები ადასტურებენ, რომ ციფრული ტელევიზორების ჩვენების ხარისხი გაცილებით მაღალია, თუმცა, ასეთი ტექნიკა ჩვეულებრივზე 15-20%–ით ძვირია.
ფგდფგდგდფ
უახლოეს მომავალში კი მომხმარებელს პირველად საქართველოში საკაბელო მაუწყებელი "გლობალ TV" სამ განზომილებიან არხს შესთავაზებს. ე.წ. ტრიდე ფორმატის არხის საკუთარ პაკეტში ჩართვა კომპანიამ ამ სახის ტელევიზორებზე ბოლო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა.
დღეისთვის სამგანზომილებიანი ფორმატის ტელევიზორების ფასები საქართველოში 3500-დან 10 ათას ლარამდე მერყეობს. თავად საკაბელო მაუწყებელი ტრიდე ფორმატის არხს 10 ლარიან პაკეტში შეიტანს და, როგორც ირწმუნებიან, მომხმარებელს ფასს არ გაუზრდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100