სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას „ქართული ოცნების“ 11 აქტივისტი შეუერთდა

ამ ინფორმაციას „სამეგრელოს მედიაორგანიზაცია“ (smo.ge) ერთ-ერთ ბლოგერზე დაყრდნობით ავრცელებს:

ბოლო სამი დღის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაცია 16 -მა აქტივისტმა დატოვა, რომელთაგან 11 ახალგაზრდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთას შეუერთდა.

მათი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა ასე ხშირი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებზე ქართული ოცნების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმები, ჯანმრთელობის ხელყოფა და სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა მათი მოქალაქეობრივი ვალია გაემიჯნონ „ძალადობის წამახალისებელ ძალას" (ვციტირებ). ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ „დანაშაულის გამოსყიდვა არასდროს არ არის გვიან" და ისინი გულითადად გამოთქვამენ მწუხარებას „ხელისუფლებაში ახალმოსული მთავრობის უგუნური და ანგარიშგებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამო" (ციტირებას ვახდენ)."

ბლოგზე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების ვინაობა, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, არ სახელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100