სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას იტყოდნენ მეოცნებეები, დავით აღმაშენებლის ეპოქაში რომ ეცხოვრათ (Facebook-ამბები)

„ფეისბუქზე“ დღეს საღამოს სულ უფრო პოპულარული ხდება ალეკო კვახაძის სტატუსი, სადაც ავტორი დავით აღმაშენებლის ეპოქას იხსენიებს და დღევანდელ პერიოდს ადარებს:

„აბა წარმოვიდგინოთ, რომ დღევანდელი მეოცნებეები ყოფილიყვნენ დავით აღმაშენებლის ეპოქაში. აი, რას იტყოდნენ ისინი:

1. ბაგრატიონთა კლანმა არნახული ძალადობა გამოიჩინა თბილისის აღებისას და უდანაშაულო ხალხი სარზე გასვა.

2. აღმაშენებელი ეკლესიას ებრძვის. რუის-ურბნისში მან მხოლოდ თავისი ერთგული გოშიები დატოვა და ჭეშმარიტი მღვდლები დასაჯა.

3. ირღვევა პოლიტპატიმარ ბაღვაშის უფლებები.

4. აღმაშენებელმა დაიწყო ომი ისლამურ კოალიციასთან, ისიც პიარის გამო.

5. აღმაშენებელი ებრძვის ყველაფერ ქართულს. მან ყივჩაღები ჩამოასახლა.

6. აღმაშენებელმა მსტოვრების სახით ჩამოაყალიბა სადამსჯელო ზონდერბრიგადები. ისინი ცოლ-ქმარს შორის სექსსაც კი აკონტროლებენ.

7. აღმაშენებელი კავკასიურ პოლიტიკას ატარებს და ამით ისლამურ ქვეყნებს აღიზიანებს.

8. აღმაშენებლმა შექმნა სიცრუის მანქანა „ქართლის ცხოვრების“ სახით.

9. აღმაშენებელი ეკლესიებს პიარის გულისთვის აშენებს.

10. მე არ ვიომებ დიდგორში. წავიდეს და თავისი შვილი გაუშვას.

11. „გალობანი სინანულისანი“ არის წმინდა წყლის პიარი და ნიანგის ცრემლები.

12. აღმაშენებელი უღმერთოა! მეჩეთში და სინაგოგაში ლოცულობს.

13. იიიიი, ციხესიმაგრეები ვჭამოოოთ?

14. აღმაშენებლის ხელში ჯარი პოლიტიზირებულია.

15. აღმაშენებელი გიჟია. ის თრიაქს ეწევა.

16. აღმაშენებელმა პირველ ცოლად სომეხი მოიყვანა.

17. აღმაშენებელმა მეორე ცოლად ყივჩაღი მოიყვანა.

18. აღმაშენებელს გელათზე ლოდი თვითონ არ აუტანია - ეგ იყო წმინდა წყლის პიარი.

19. აღმაშენებელი ებრძვის საზოგადოების ელიტას, რომელსაც ურჩ ფეოდალებს ეძახის, ანუ ჩასარეცხებს.

20. უფლისწული დემეტრე დედით სომეხია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100