სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაჯარიმდენა თუ არა უტა ივანიშვილი?!

ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მაისურით მივიდა, რის გამოც მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

როგორც "საიას" იურისტმა ლელა ტალიაურმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა, საარჩევნო უბნებზე აგიტაცია დაუშვებელია, ის კანონით ისჯება და 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

აღნიშნული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, რომ უტა ივანიშილი ხმის მისაცემად „ქართული ოცნების“ მაისურითაა მისული, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი, საფრანგეთის 31-ე საარჩევნო უბანზე დღეს დილით დააფიქსირა.

„სიტუაცია საქართველოში იყო ძალიან მძიმე და დღეს ეს სიტუაცია უნდა გადაწყდეს, ამიტომ აუცილებელია ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს“- განაცხადა უტა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100