პატიმრებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი დააკავეს

სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებულნი არიან პატიმართა მიმართ არადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული ოთხი პირი.

ესენი არიანი: ქუთაისი #16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ ხუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები, ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე. აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის #16 საპყრობილის ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე სულ დაკავებულია თექვსმეტი პირი. მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

დაკავებულ პირებზე წინასწარი ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად დაიწყო. საქართველოს კანონმდებობის თანახმად მსგავსი დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი