ვლადიმერ ბედუკაძეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელიც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების ავტორი გახლავთ, ინტერპოლი ეძებს.

აღნიშნული ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ზემოთ აღნიშნული ვიდეომასალები ბედუკაძემ 2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა. მან ეს ყოველივე პირადი გამორჩენის მიზნით გადაიღო. ეს უკანასკნელი მონაწილეობდა პატიმართა წამებასა და მათზე ძალადობაში. ბედუკაძეს სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

კომენტარი