„პავლოვიჩმა, იმენნა 3 ოქტომბერს თბილისში ვარო, ტო! არაა დრო?“- რას გეგმავენ „ქურდები“

შსს-მ ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. ამჯერად „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებთან ურთიერთობაში ცნობილი სახეებიდან კახა კალაძე და გუბაზ სანიკიძე გამოიჭირეს.

იკვეთება კრიმინალური ავტორიტეტების დაინტერესება თბილისში და ქვემო ქართლში „ქართული ოცნების“ მაქსიმალური მხარდაჭერის საკითხშიც. სატელეფონო საუბარში ნახსენებია „ორი ავტობუსი ხალხი“, რომლებიც „გამოაგზავნეს“ და, რომლებიც „ბიძინა, ბიძინას“ ყვიროდნენ.

სავარაუდოდ, იგულისხმებიან საბერძნეთიდან ჩამოსული ემიგრამტების ნაწილი, რომელთა შესახებ პორტალი „პრესა.ჯი“ იუწყებოდა და წერდა, რომ საქართველოში ისინი ლაშა შუშანაშვილის, იგივე „პავლოვიჩის“ მითითებითა და დაფინანსებით გამოაგზავნეს.

ჩანაწერებში ფიგურირებს კახა კალაძე, რომელიც „რვა სულ ქურდთან ჩახუტებით“ ამაყობს და მათთან შეხვედრას უცნობ პირებთან საუბარში იხსენებს.

გამოქვეყნებულია ასევე ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ესაუბრება და ქუთაისელი „კანონიერი ქურდის“ გატავისუფლებას სთხოვს, რომელიც რუსეთშია დაკავებული. სანაცვლოდ სანიკიძე ხაბურძანიას ფულს ჰპირდება.

კომენტარი