შსს-ს ფარულ ჩანაწერში კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ (ვიდეო)

ოპოზიციის ლიდერების ქურდულ სამყარიოსთან კავშირის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება. რომლის შედეგადაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან. გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ:

2012 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისში დაკავებულ იქნა ქართველი კანონიერი ქურდი, დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა: მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით, დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე. ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

შემდეგი ჩანაწერი ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართვლი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი.

მესამე ფაქტი, რომლის შესახებაც გვინდა მოგაწოდოთ ინფრომაცია, წარმოადგენს კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები, ვალერი ხაბურზანიას შორის შემდგრაი გარიგების დეტალებს. კერძოდმ, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურზანიას სთხოვს, რუსეთში ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის ნაცვლად მას ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.

კომენტარი