სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში მონიტორინგი დაასრულეს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 00:40 საათზე დატოვეს.

დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლების დამატებით შესვლის მიზეზი გახდა გლდანის დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შესვლა, რამაც პატიმართა ახლობლებისა და ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების შეშფოთება გამოიწვია.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით დაწესებულებაში ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბრალდებული მ.კ. გადმოიყვანეს, რომელიც პოლიციის მიერ დაკავებული იქნა 2012 წლის 16 სექტემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ შეხვდნენ ბრალდებულს და გაეცნენ მისი დაკავების დოკუმენტაციას.

”როგორც ბრალდებულმაც დაადასტურა, ის პოლიციამ დააკავა 2012 წლის 16 სექტემბერს, რა დროსაც მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში. პატიმარი დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია, ხოლო დღეს ღამით, სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადმოყვანილ იქნა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. შესაბამისად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესვლის მიზეზი, სწორედ აღნიშნული პატიმრის დაწესებულებაში გადაყვანა იყო”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100