ვანო მერაბიშვილი: „მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ხაშურში გამართულ მთავრობის სხდომაზე გლდანის #8 დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„გლდანის მერვე საპყრობილეში ჩადენილი დანაშაული არის აღმაშფოთებელი. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და წამება.“

მერაბიშვილის განცხადებით ყველა, ვინც ამ საქმეშია ჩარეული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.

„წარსდგება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი.“

„მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ ამ სისტემაში გამოირიცხოს ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები. ჩვენ და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


კომენტარი