სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძემ პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა

„მეგობრებო! დებატებში მონაწილეობის გამო მხოლოდ გვიან საღამოს შევძელი მენახა გლდანის ციხეში მომხდარი დანაშაულის კადრები. შეძრწუნებული და შოკირებული ვარ. ასეთი დანაშაულის ჩამდენების და ორგანიზატორების ადგილი არ არის იმ ახალ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ. როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც დაუშვა სისტემაში ამგვარი დანაშაულის არსებობა. გპირდებით, რომ ეს დანაშაული ბოლომდე იქნება გამოძიებული, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ხოლო სისტემაში გატარებული იქნება ისეთი ზომები, რომელიც სამომავლოდ გამორიცხავს ამგვარი დანაშაულის განმეორებას.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100