ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - საზოგადოების დაკვეთა

მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების ბედმა, საზოგადოება სახელმწიფოს მიერ შერჩეული ნარკოპოლიტიკის სისწორეზე, კიდევ ერთხელ დააფიქრა.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯის ფენომენი ერთხმად უგულვებელყოფილი და მიუღებელია. ცივილიზებული მსოფლიო ნარკომანიის და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ საბრძოლველად, დღეს, სულ სხვა მეთოდიკას ირჩევს.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ნარკომანიით დაავადებულებზე და დაიცვას ისინი, როგორც ნარკორეალიზატორებისგან, ასევე იმ უფლებების შელახვისგან, რომელიც მათ, როგორც საზოგადოების წევრებს აქვთ?
პირველად გაეროს ასამბლეაზე, ნარკოპოლიტიკის და გაეროს ისტორიაში გაკეთდა მოხსენება, სადაც ძირითადი აქცენტი ნარკომანიით დაავადებულ პირთა უფლებების დაცვაზე გამახვილდა.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ თბილისშიც და პარლამენტის წევრების, ნარკოლოგების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-საზოგადოების შეკვეთა".
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
"საქართველო რჩება იმ მცირე ქვეყანათა ჩამონათვალში, სადაც დღემდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კრიმინალიზებულია, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ჯანდაცვით მიდგომას საჭიროებენ და არა სისხლის სამართლებრივ დევნას" – განაცხადა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა აზრით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ნარკომანი არის ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება დახმარება.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
საქართველოში, დღესდღეობით, 40 ათასი რეგისტრირებული ნარკომანია და ეს ციფრი, სპეციალისტების განცხადებით, უნდა გამრავლდეს მინიმუმ 5-ზე რეალური სურათის მისაღებად. 4 მილიონიან სახელმწიფოში 200 ათასი ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, ეროვნული ტრაგედიის ტოლფასია.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
არასაგადასახადო შემოსავლების კუთხით, რაც გულისხმობს დამატებითი სასჯელის სახით ამოღებულ ჯარიმებს ნარკოტიკების მომხმარებლებისგან, მხოლოდ 2007 წელს საქართველოს ბიუჯეტში შემოვიდა 30 მილიონი ლარი, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ 4-5 სარეაბილიტაციო ცენტრი შექმნილიყო. სარეაბილიტაციო ცენტრების უქონლობის გამო, ქვეყანა ნარკომანების მიმართ ისევ და ისევ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, რასაც შედეგი ნაკლებად მოაქვს. სხვა სამართლებრივი გამოსავალი კი ჯერჯერობით ქვეყანაში არ არსებობს.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
მრგვალი მაგიდის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ იმ საკითხზე, რომ საქართველომ უნდა გაიზიაროს დასავლური ღირებულებები და ნარკოპოლიტიკამ გეზი აიღოს იმ საერთაშორისო კონვენციებისადმი, რომელშიც ღიად და ნათლად არის გაწერილი, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
მრგვალი მაგიდის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია აპრობირებული.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
ზოგიერთი ქვეყანა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამასთან ერთად ცდილობს ნარკომანების დასაქმებასაც. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნარკომანებისთვის შრომას აქვს პროფილაქტიკის, გამოსწორების მნიშვნელობა და ხელს უწყობს მათ ადაპტაციას საზოგადოებაში.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
ნარკომანების მიმართ ქვეყნის კანონმდებლობა, ასე თუ ისე, იძლევა ლავირების და ჰუმანური მეთოდების გამოძებნის საშუალებას, თუმცა, კვლავ პრობლემური საკითხია ნარკორეალიზაციასთან ბრძოლა.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, ამ მხრივ ქვეყანას ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესასრულებელი.
ფგდფგჰდფგჰდფგდფ
აღნიშნულ პრობლემასთანაც ბრძოლა უნდა დაიწყოს არა შედეგიდან, არამედ მიზეზიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი რეალური შედეგის მიღება.

კომენტარი