სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო პირად ინტერესებში მდგომარეობს. ადვილი შესაძლებელია, რომ სხვების ზეგავლენის ქვეშ მოექცეთ. სურვილი გაგიჩნდებათ პოპულარული ადამიანები ახლოს გაიცნოთ.

კურო – დღეს პრობლემის გადაჭრა სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. რაც უფრო სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედებთ, თქვენს ძალისხმევას მეტი ეფექტი ექნება. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად.

ტყუპები – დღის მეორე ნახევარში ვარსკვლავები იმ შანს მოგცემენ, რომელსაც სხვები წლების განმავლობაში ელოდებიან. თქვენი მთავარი ამოცანაა, ბედის საჩუქარი სათანადოდ გამოიყენოთ.

კირჩხიბი – თუ თქვენი გეგმა ჩაიშალა, მასზე უარს მაინც ნუ იტყვით. შეეცადეთ საკუთარ პერსპექტივებს გადახედოთ. უფროსს საჭირო ინფორმაცია დროულად მიაწოდეთ, ის თქვენს ცოდნას დააფასებს.

ლომი – დღეს საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული იქნებით. გაიზრდება თქვენი სანდოობა თანამოაზრეებში. დაგაინტერესებთ რელიგიური და ზნეობრივი ღირებულებები.

ქალწული – დღეს თქვენს წარმატებას გამბედაობა და ოპტიმიზმი განაპირობებს. რისკებთან დაკავშირებული საქმიანობა შესანიშნავ შედეგს გამოიღებს.

სასწორი – დღეს კონკურენტები თქვენთან დიალოგის წამოწყებას შეეცდებიან. ყველაზე დამოუკიდებელი თანამოსაუბრის მოსყიდვას თქვენი განათლების, დიპლომატიურობისა და კომუნიკაბელურობის წყალობით შეძლებთ.

მორიელი – რუტინულ სამუშაოს მარტო ნუ შეუდგებით. კონსულტაციისათვის გამოცდილ ადამიანებს დაუკავშირდით. შესაძლოა, ძვირადღირებულ მომსახურებასაც მიმართოთ.

მშვილდოსანი – სასიყვარულო ურთიერთობა პოზიტიურად განვითარდება. კარგი დღეა გამოფენისა და პრეზენტაციის გამართვისათვის.

თხის რქა – რუტინული სამუშაო დღეს ოჯახური მოვალეობების შესრულება დაერთვება. ნუ დაივიწყებთ ოჯახს. შესაძლოა, რომელიმე ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს.

მერწყული – დღეს კონკრეტული მიზნის მისაღწევად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგიხდებათ. ხანმოკლე მოგზაურობისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. წინ სასიამოვო სიურპრიზი გელოდებათ.

თევზები – თუ არ გსურთ ძველი შეცდომების გამეორება, უკან ნუ მიიხედავთ. დაისახეთ ახალი მიზნები. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ გულწრფელობა, კეთილსინდისიერება და კეთილგანწყობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100