სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: კარგი იქნება თუ დღეიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს დაიწყებთ. ამასთნავე საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზეც დაიწყეთ ზრუნვა და მოეკიდეთ სპორტის გარკვეულ სახეობებს. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ თავს ცურვაში გამოსცდით.

კურო: დღეს მეტად დაძაბული სამუშაო დღე გელით, მიუხედავად ამისა მაინც უნდა გამონახოთ თავისუფალი დრო და მოახერხოთ განტვირთვა. დღეს მრავალი პრობლემა იჩენს თავს, რომელთა მოსაგვარებლადაც ახლობლების დახმარება დაგჭირდებათ.

ტყუპები: აღსანიშნავია, რომ თქვენ ძალიან დაძაბული და გადაღლილი ხართ. თქვენთვის აუცილებელია დასვენება. დასვენება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. კარგი იქნება თუ განმარტოვდებით და თავისუფალ დროს მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობთ.

კირჩხიბი: კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს საკუთარ თავს დაუთმობთ. ეცადეთ მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ და მოიკრიბოთ ძალები, რადგან მომავალი კვირა, შესაძლოა, დაბრკოლებებითა და სირთულეებით იყოს აღსავსე.

ლომი: გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენი ნეგატიური განწყობა და ცუდი ხასიათი კონფლიქტის საბაბი გახდეს. კონფლიქტი შესაძლოა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე თანამშრომლებთანაც მოგივიდეთ. ამიტომ, ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულნი.

ქალწული: დღეს კონკრეტული საქმით ნუ დაკავდებით. ეცადეთ საზოგადო საქმეების შესრულებას. მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ კი, აუცილებლად დაისვენეთ მეგობრებთან ერთად.

სასწორი: დღეს თქვენი გადაწყვეტილებები ბუნდოვანი და საღ აზრს მოკლებული იქნება. თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს რეპუტაციას ეჭვქვეშ დააყენებთ.

მორიელი: განსაკუთრებული წარმატება ტექნიკურ სფეროში მომუშავე მორიელებს ელით. ეს დღე იდეალურია ფინანსური ოპერაციებისათვის. საღამო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

მშვილდოსანი: იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ცხოვრების წესიერება თავს გაბეზრებთ, დღეს შესაძლოა ისეთ საქმიანობას მოეკიდოთ, რომელიც თქვენი მომავლის გამაოგნებელი ცვლილების მიზეზი იქნება.

თხის რქა: თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგას. არ შეგწევთ რთული საკითხის გადაჭრის ძალა. დღეს კი ნამდვილად არ არის ამ საკითხის მოგვარებაზე ფიქრის დრო. უბრალოდ დაელოდეთ შესაბამის მომენტს და გჯეროდეთ, რომ ყოველივე კარგად იქნება!

მერწყული: ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მოათაოთ დაკისრებული მოვალეობები. შემდეგ კი დარჩენილი დრო აუცილებლად მეგობრების წრეში გაატარეთ. დაისვენეთ და მოეშვით, რადგან უახლოეს მომავალში სერიოზული საქმის შესრულება მოგიწევთ.

თევზები: დღეს შესაძლოა ჯგუფური მუშაობა მოგიწიოთ. არ ღირს თავის გამოდება და განსაკუთრებული აქტიურობა, 24 აგვისტო არ არის თქვენი დღე. მოუსმინეთ სხვებს და უბრალოდ შეასრულეთ ის საქმეები რასაც დაგავალებენ. ეს კი სამომავლოდ გამოგადგებათ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100