კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყო

კახი კალაძის მიერ, მასზე დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ იძულებითი აღსრულება დღეიდან დაიწყო.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა, პირველ ჯერზე დაყადაღებული ქონების აღწერა დაიწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრი კახი კალაძე, 16 944 960 ლარით დაჯარიმა. ასევე დაყადაღდა მისი ქონებაც.

შეგახსენებთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.

კომენტარი