სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: როგორც ჩანს სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდით. თქვენ და თქვენს პარტნიორს სრულებით განსხვავებული საქმიანობით დაკავება გსურთ. თუ ეს დაბრკოლება თქვენს კარიერაში წარმოიქმნა, სასურველია თქვენზე ზემდგომ პირებს თუ მიანდობთ ყოველივეს მოგვარებას. ხოლო თუ საუბარი პირად ცხოვრებაზეა, მაშინ ეცადეთ თქვენი სურვილი მეორე ხარისხოვნად აღიქვათ და მოიქცეთ ისე, როგორც თქვენს რჩეულს სურს.

კურო: დღეს კარგი დღეა იმისათვის, რომ დრო სრულ მარტოობაში განვლოთ. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ ყოველგვარ შემოთავაზებებზე უარის თქმის. მსგავსი სურვილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაღაც დეპრესიის მსგავსი გჭირთ. ეს ვითარება ნამდვილად არ არის ეგოიზმის გამოვლინება. ეს დრო მხოლოდ საკუთარ თავსა და თქვენს ცხოვრებაში შექმნილ დაბრკოლებებზე ფიქრს დაუთმეთ.

ტყუპები: უკანასკნელი დროის მანძილზე გსურთ თავისუფალი დრო მხოლოდ გართობას დაუთმოთ. მრავალი საინტერესო აზრი გიტრიალებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს კი მოგეცემათ საშუალება ეს აზრები გამოამჟღავნოთ და რეალობად აქციოთ.

კირჩხიბი: კარგი იქნება დღეს საკუთარ ცხოვრებაზე თუ დაფიქრდებით. დღეს შეძლებთ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემას. ეს ყოველივე კი თქვენზე პოზიტიურად აისახება. ეცადეთ თქვენი მიზნები და მისწრაფებები სხვებს არ გაუმხილოთ. არავის მისცეთ თქვენი ცხოვრების არევის უფლება.

ლომი: დღეს მოგონებები შემოგეძალებათ. ეს ყოველივე კი საუკეთესო მეგობარს დაუკავშირდება. შესაძლოა ისეთი დეტალები გაიხსენოთ, რაც ამ მეგობრობის რეალურობაზე დაგაფიქრებთ. ამაში ცუდი არაფერია, ეცადეთ სამომავლოდ იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ და წარსული თქვენზე ნეგატიურად აღარასდროს იმოქმედებს.

ქალწული: დღევანდელი დღე კარგს არაფერს გპირდებათ. სასურველია ამისთვის მორალურად თუ განეწყობით. ეცადეთ პრობლემებს, რომლებიც თავს იჩენენ არ შეუშინდეთ. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს დაბრკოლება რომლის გადალახვაც ადამიანს არ შეუძლია.

სასწორი: დღევანდელი დღე თქვენთვის დადებითად განვითარდება. მოემზადეთ იმ ყურადღებისთვის, რომელსაც გარშემომყოფები თქვენდამი გამოიჩენენ. შესაძლოა რამდენიმე მათგანს თქვენი უკეთ გაცნობა სურდეს. თუ მზად ხართ ახალი ურთიერთობებისთვის, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი მსგავს სიტუაციაზე.

მორიელი: თქვენ წინ დიდი წარმატებით მიიწევთ. ამიტომ დღევანდელი დღე არავითარ პრობლემას არ გპირდებათ. დილიდანვე გეცოდინებათ თუ რა გსურთ და შეძლებთ მთლიანი დღის დაგეგმვეას. საღამოს კი საკუთარი ქმედებები დიდ კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი: დღევანდელი დღე საუკეთესოა თქვენი ოცნების ასასრულებლად. ამიტომ კარგად განსაზღვრეთ თუ რომელია უპირველესი თქვენს მიზნებში. ეცადეთ ეს ყოველივე რეალობად აქციოთ. შედეგად საღამოს საათებში შვებით ამოისუნთქებთ და გარშემომყოფებთან ერთად კარგად გართობასაც შეძლებთ.

თხის რქა: დღეს უამრავი იდეა დაგებადებათ. ეს ყოველივე ძირითადად კარიერასთან და თქვენს წინსვლასთან იქნება დაკავშირებული. ეცადეთ ეს იდეები დავიწყებას არ მისცეთ. რამდენიმე მათგანი ამოარჩიეთ, დარწმუნდით მათ რეალურობაში და შეუდექით საქმეს.

მერწყული: დღეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას მოისურვებთ. გახსოვდეთ, სასურველია რეალობას თუ არ მოწყდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი თქვენ არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ და უფრო მეტიც, თქვენზე ნეგატიურ გავლენასაც მოახდენს.

თევზები: დღეს თუნდაც უმნიშვნელო საქმეები დიდ პრობლემად მოგეჩვენებათ. ეცდებით პასუხისმგებლობას გაექცეთ. კარგი იქნება საკუთარ თავს ხელში თუ აიყვანთ და სამუშაო დღეს შედეგიანად დაასრულებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100