სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ნალექიანი ამინდი დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმასთან ერთად ქარია ნავარაუდევი. უხვი ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა + 27 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 24 აგვისტოდან პროგნოზირებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100