სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერიის ინიციატივით თბილისში თანამედროვე ტრამვაი ამუშავდება

თბილისი ,,მერების შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს.
ფდგდფგდფგდ
,,მერობის შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 45-მდე ქალაქის 150 წარმომადგენელი ეწვია. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა დედაქალაქის თვითმმართველობების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე გასატარებელ ღონისძიებეზე ისაუბრებენ
ფდგდფგდფგდ
ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები ,,მერობის შეთანხმებაზე’’ ხელმომწერ ქვეყნებს პროექტების განხორციელებაში დაეხმარებიან, რისთვისაც ისინი გარკვეულ თანხებს გამოყოფენ. თანხები გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც.
ფდგდფგდფგდ
კონფერენციის ფარგლებში გადაწყდა, რომ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფრანგული კომპანია საქართველოში ელექტრო-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, კვლევას ატარებს. კვლევა მომავალ წელს დასრულდება. ქალაქის მერის ახალი ინიციატივით, თბილისში დაგეგმილია ახალი ელექტროტრანსპორტის – თანამედროვე ტრამვაის ამუშავება.
ფდგდფგდფგდ
,,ეს იქნება დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დავიწყოთ საუბარი და ტრანსპორტის ამ სახეობის დანერგვისათვის, თანხა მოვიზიდოთ. ამ სახეობის ტრანსპორტის ამუშავება ნიშნავს დიზელის ტრანსპორტის შემცირებას ქალაქში, ეს კი – ჩO2 გამოყოფის შემცირებას’’, - განაცხადა კონფერენციაზე გიგი უგულავამ.
ფდგდფგდფგდ
ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლებს შორის, თბილისი პირველი დედაქალაქია, რომელმაც ,,მერების შეთანხმებას’’ 2010 წლის აპრილში ხელი მოაწერა. შეთანხმება ქვეყანას გარემოში ჩO2-ის 20%-ით შემცირებას ავალდებულებს. ,,მერების შეთანხმებაზე’’ 37 ქვეყნის 2000-ზე მეტ ქალაქს აქვს ხელი მოწერილი, აქედან ევროკავშირის 21 და სამ არაწევრ დედაქალაქს.
ფდგდფგდფგდ
კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდა.
ფდგდფგდფგდ
კონფერენციაზე იმყოფებიან შეთანხმებაზე ხელმომწერი ევროკავშირის ქალაქების - პარიზის, ვარშავას, ბარსელონას და ლვოვის წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა და მსოფლიო ბანკები.

,,მერობის შეთანხმებას’’ 2008 წელს ევროკავშირმა ჩაუყარა საფუძველი და მისი მიზანი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100