სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ბლოგერის დღიურებიდან...

„სამი დღის წინ სავაჭრო ცენტრში სალაროსთან რიგში ვიდექი. ჩემს წინ მოხუცი ქალბატონი იდგა, რომელიც დამჭკნარი ხელებით მკერდზე საფულეს იხუტებდა და თან საშინლად ცახცახებდა. როცა ბებიას რიგი მოვიდა, მან სალაროსთან კალათიდან შესაძენად გამზადებული საკვები: რძე, პური და შაქარი ამოაწყო. როცა მოლარემ გადასახდელი თანხა დაითვალა, მოხუცსს საკვების შესაძენად 7 რუბლი არ ჰყოფნიდა.

გამყოდველი მოხუცს ძალიან უხეშად ესაუბრებოდა, მე მას თვალით ვანიშნე და 10 რუბლი დახლზე დავდე. მიუხედავად ამისა, რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. მოხუცს ხელი მოვკიდე და დახლებისკენ წავიყვანე. მას საკვები პროდუქტები, ყველაფერი მნიშვნელოვანი კალათში ჩავულაგე, ჩვენ სალაროსთან დავბრუნდით. მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ საკმარისი ფული არ მქონდა თან წამოღებული. შედეგად ჩემი შენაძენები გავაუქმე და მოხუცისთვის გავსებული კალათის საფასური გადავიხადე.

ჩვენ მაღაზიიდან გამოვედით, მე მას ვკითხე სად ცხოვრობდა და ავტომობილით შინ მივიყვანე. მოხუცმა ჩაი შემომთავაზა, მეც შინ შევყევი. ნანახმა გამაოგნა, ბებია ერთ ოთახში ცხოვრობდა, მიუხედავად ამისა, ირგვლივ სისუფთავის სურნელება ტრიალებდა. როცა მოხუცი ჩაის ამზადებდა და მაგიდაზე ფინჯანებს აწყობდა მის ლოყებზე ცრემლები შევნიშნე. როცა ვკითხე ტირილის მიზეზი, მან არაფერი არ მიპასუხა. ამ ყოველივემ დამაფიქრა, გული მატკინა ჩვენი მოხუცების ყოფისა და არსებობის დაუნდობელმა ფაქტმა.

როცა ბებიას დავემშვიდობე, ავტომობილში ჩავჯექი და ნერვებმა მიმტყუნა. ცრემლები ვერ შევიკავე, 10 წუთის განმავლობაში პატარა ბავშვივით ვქვითინებდი“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100