შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადაიჩეხა

შატილიდან თბილისისკენ მომავალი ახალგაზრდებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ბარისახოს თემის ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. მიკროავტობუსში 16 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ჯი-ეიჩ-ენს მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსმა გია აბუაშვილმა განუცხადა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მხარის რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი, დუშეთის გამგეობის წარმომაადგენლები , სამაშველო და სასწრაფოო დამხარების სამსახურები.

აბუაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით იმაზე საუბარი თუ რა გახდა მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის მიზეზი შეუძლებელია და ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მუხრუჭების გაადახურების შედეგად მძღოლმა დაღმართზე მიკროავსტობუსის დამორჩილება ვერ შეძლო.

აბუაშვილის თქმით, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, პირველადი დათვალიერებით არც ერთ მგზავრს არ აღენიშნება, თუმცა ორი ახალგაზრდა შედარებით მძიმედაა დაშავებულლი და ისინი უკვე გადაყვანილნი არიან მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში.

"მიკროავტობუსში მყოფნი შატლში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და თბილისში ბრუნდებოდნენ. სულ ტრანსპორტში 16 ადამიანი იმყოფებოდა - 12 ახალგაზრდა 17-დან 20 წლამდე და 4 მშობელი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დუშეთის გამგებელმა ბესო შაღაშვილმა.

GHN-ის მიხედვით.

კომენტარი