სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტროსადგურ „სამგორში“ მამაკაცს მატარებელმა გადაურა

რამდენიმე წუთის წინ შემზარავი ტრაგედია მოხდა მეტროსადგურ „სამგორში“: მამაკაცი მატარებლის შემოსვლისას მოულოდნელად გადახტა ლიანდაგზე. მატარებლის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შესძლო და ახალგაზრდა მამაკაცს გადაუარა, რის შედეგადაც თვითმკვლელი ადგილზევე გარდაიცვალა. ეს რომ თვითმკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა, ადგილზე მისულმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს, რომლებმაც გარდაცვლილი ამოიცნეს და განაცხადეს, რომ მამაკაცმა თვითმკვლელობა დილით საკუთარ სახლშიც სცადა,რაშიც ოჯახის წევრებმა ხელი შეუშალეს.მიუხედავად ამისა მან სახლიდან გაპარვა მაინც მოახერხა და სიცოცხლე მოისწრაფა. ამ წუთებში ადგილზე შსს კრიმინალური სამსახური მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100