სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს საყვარელი ადამიანებისგან დამატებით ყურადღებას მიიღებთ. ნებისმიერ საქმიანობაში თავაზიანობა გამოიჩინეთ. დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება, საღამო კი პირიქით, სასიამოვნო ატმოსფეროს გპირდებათ.

კურო – დღეს გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. გაგიჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო. შესაძლოა, ახლობლებისგან ფინანსური დამხარება მიიღოთ.

ტყუპები – ცუდი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების გარკვევისათვის. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, ნუ აყვებით ემოციებს. დიდი ხნის არსებული ეჭვი დღეს გამართლდება.

კირჩხიბი – დღეს რთული დავალებების შესრულებას თავს ადვილად გაართმევთ. გაიზრდება თანამოაზრეებისა და თაყვანიმსმცემლების რიცხვი. ქალებთან ურთიერთობაში წარმატება გელოდებათ.

ლომი – ნუ მოგერიდებათ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების. იმიჯის, გარეგნობის შეცვლის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი დადებით შედეგებს გამოიღებს. სანამ საკუთარ აზრს გამოთქვამთ, კარგად დაფიქრდით.

ქალწული – დღეს სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. კარგად დაგეგმეთ დღევანდელი საქმეები. ხელიდან ნუ გაუშვებთ ახალი ნაცნობების შეძენის შანსს, ვინაიდან ისინი მომავალში სანდო პარტნიორობას გაგიწევენ.

სასწორი – ენერგიული და პოზიტიური დღე გელოდებათ. გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო შედეგი და ისე იმოქმედეთ.

მორიელი – რაც უფრო ადრიანად შეუდგებით თქვენთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, მით უფრო ნაკლებ წინააღმდეგობებს შეხვდებით საქმიანობისას. სიმშვიდეს ოჯახური ჰარმონია მოგიტანთ.

მშვილდოსანი – ნებისმიერ საქმიანობაში გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა და შრომისმოყვარეობა, ასევე სწორად გადაანაწილეთ დრო. ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს.

თხის რქა – დღეს საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გელოდებათ. ადვილად მოაგვარებთ ყველანაირ პრობლემასა და დაბრკოლებას.

მერწყული – სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან თქვენს მიმართ ყველას პოზიტიური განწყობა არ გააჩნია.

თევზები – დღეს საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას ვარსკვლავები არ გირჩევენ. ყველა ახალ ინფორმაციას ნუ დაიჯერებთ, რადგან მათი უმეტესი ნაწილი ჭორი აღმოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100