გენერალ რომან დუმბაძის მკვლელებად ქართველები სახელდებიან

რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ცნობილი გახდა გენერალ დუმბაძის მკვლელობის გამო დაკავებული პირების ვინაობა.

ეჭვმიტანილთა შორისაა 26 წლის მიხეილ ტონია, რომელსაც ქილერისათვის დახმარების გაწევას ედავებიან. ტონიამ დაკითხვაზე განაცხადა, რომ შემთხვევითი მონაწილე გახდა ამ დანაშაულისა. მისი თქმით, მასთან სახლში პერიოდულად ცხოვრობდა და თავის ნივთებს ინახავდა მისი მეგობარი თორნიკე კვირიკაშვილი, რომელიც ახლა ძებნაშია.

ტონიას სახლში სამართალდამცველები დილით შეცვივდნენ. მათ ავტომანქანაზე ჰქონდათ აქცენტი, რომელიც ტონიების ეზოში იდგა. აღმოჩნდა, ის ის კვირიკაშვილის იყო.

ტონიას დაკავების შემდეგ აიყვანეს კიდევ ორი ადამიანი.

კომენტარი