აშშ-ში 23 წლის ქართველს ყელი გამოჭრეს

მერილენდის შტატში, ბალტიმორში 23 წლის ქართველი მოკლეს. ამერიკული მხარის ცნობით, გარდაცვლილი ბექა ზარდიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ის ყელგამოჭრილი იპოვეს.

როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, ქართულმა მხარემ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება ბალტიმორის პოლიციისგან უკვე მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, ზარდიაშვილი აფროამერიკელებთან ჩხუბის შედეგად დაიჭრა და გარდაიცვალა. იგი ბალტიმორის რუსულ ეკლესიაში მსახურობდა.

ზარდიაშვილის ოჯახი ამერიკაში ე.წ. გრინქარდის მოგების შედეგად გადავიდა. ოჯახმა საქართველოს საელჩოს გამოძიების აქტიური კონტროლის თხოვნით უკვე მიმართა. მათ ასევე დახმარება ითხოვეს ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად.

წყარო

კომენტარი