სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით რუსიშვილს თავისუფლების 21 წლით აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წელს 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

მას სასჯელის სახით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

აღნიშნულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 9 ხმით, 3-ის წინააღმდეგ.

მოცემულ საქმეზე, რომელიც 2012 წლის 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 8 სასამართლო სხდომა, თავად ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.

ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უძღვებოდა.

საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 20 მოწმე, ასევე მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100