ესტონელ პედოფილებს დასაჭურისება ელით

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სექსუალური მოძალადეების დასაჭურისებას გულისხმობს. მსგავსი ნაბიჯი ბავშვების პედოფილებისგან დაცვისთვის გადაიდგა.

ესრტოენეთის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, პედოფილები განიხილებიან როგორც ფსიქიკური პრობლემის მქონე ადმაიანები, რომელთა ლტოლვაც სამედიცინო ლექსიკონით აიხსნება და რომლის დიაგნოზიც სექსუალურ გაუწონასწორებლობას უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, მსგავსი დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ორ წლამდე, დამნაშავის დასტურის შემთხვევაში კი დასაჭურისების შემდეგ, დაიწყება მისი მკურნალობის კურსი, რომელიც თვრამეტი თვიდან სამ წლამდე შესაბამის ეტაპებსა და დაკვირვებებს გულისხმობს.

ესტონელი პოლიტიკოსების განცხადებით, მათ მიერ მიღებული კანონი აღნიშნულ დამნაშავეებს საშუალებას მისცემს რეაბილიტაცია მოახდინონ და შეძლონ მათივე საზოგადოებაში არსებობა. ისინი განიხილებიან ისეთივე ავადმყოფებად, როგორებიც ნარკო და ალკოჰოლდამოკდებული ადამიანები არიან.


კომენტარი