24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: წარსულისკენ მიბრუნება ყოველთვის უარყოფითი ნაბიჯი არ არის. თუ თვლით, რომ თქვენთვის აუცილებელია ახლობლებთან და მეგობრებთან კონტაქტი და ამის საფუძველზე ძველი დროის გაგრძელება, აუცილებლად მიეცით თავს ამის უფლება. მსგავსი სიტუაცია თქვნ განწყობაზე დადებითად აისახება.

კურო: დღევანდელი დღე საუკეთესოა მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ აიღოთ რამდენიმედღიანი შვებულება და გამონთავისუფლებული დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოთ. არ არის აუცილებელი სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში წახვიდეთ, სრულებით საკმარისია ქალაქგარეთ გასვლა და ჰაერის გამოცვლა. ეს ყველაფერი თქვენს გონებასა და აზროვნებაზე დადებითად აისახება.

ტყუპები: გეგმის შედგენა საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად საუკეთესო ვარიანტია. ეცადეთ შედგენილი გეგმის თითოეული პუნქტის გათვალისწინებასა და შესრულებას. ეს ყოველივე წინსვლაში დაგეხმარებათ. აუცილებელია თქვენი გეგმა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობებისგან არ შედგებოდეს და მასში აუცილებლად შეიყვანეთ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები.

კირჩხიბი: თუ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობთ, მაშინ დღეს თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ. პრობლემების გადაწყვეტისას სწორ გზაზე დადგომას მოახერხებთ. ყოველივეს ნათელი გონებით მიუდექით, თუ დღის განმავლობაში შექმნილი ვითარებები თქვენზე ნეგატიურ გავლენას მოახდენენ, პირველ რიგში განწყობის გამოსწორებას ეცადეთ და მხოლოდ შემდეგ შეუდექით საქმეების წარმოებას.

ლომი: თუ თვლით, რომ მორიდებულობა და სიჩუმე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, მაშინ ძალიან ცდებით, მსგავსი თვისებები თქვენს გეგმებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენენ. ეცადეთ რაც შეიძლება მტკიცედ დაიცვათ საკუთარი პოზიციები. ნუ შეუშინდებით პირადი აზრის დაფიქსირებას, ამაში არაფერია უარყოფითი. პირიქით, თქვენი მტკიცე ხასიათი გარშემომყოფებში დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

ქალწული: უკანასკნელი დროის მანძილზე, ძალიან იშვიათად გიწევთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ეს ყოველივე თქვენი დატვირთული გრაფიკით არის განპირობებული. რა თქმა უნდა თქვენი ახლობლებიც უსიამოვნებას გამოთქვამენ აღნიშნული ფაქტის გამო. დღეს აუცილებლად უნდა გამოძებნოთ მათთვის დრო, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შესაძლოა ოჯახის წევრებთან შეხვედრა არასასიამოვნოდ დასრულდეს. მიუხედავად ამისა, ნუ იქნებით კონფლიქტის წარმომქმნელი მიზეზი და საკუთარი თავის კონტროლი მაქსიმალურად სცადეთ.

სასწორი: თუ პირადი ცხოვრება კარიერულ და მენტალურ წინსვლაში ხელს გიშლით, მაშინ სასურველია დაფიქრდეთ აღნიშნულ პრობლემაზე. განსაზღვრეთ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, სამაგალითო ოჯახი, თუ პირადი ინტერესების დაკმაყოფილება და ოცნებების ახდენა? გახსოვდეთ, რომ ამ ორი პუნქტის ერთდროულად შესრულება საკმაოდ რთულია. თუ მაინც მოისურვებთ ყოველივე იდეალურად იყოს, მაშინ ძალა არ დაზოგოთ და მიზანსაც აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი: დღეს გარშემომყოფებზე გარკვეული გავლენის მოხდენას შეძლებთ. კოლეგები თქვენ სხვა თვალით შემოგხედავენ და შესაძლოა თქვენი აზრებისა და შეხედულებების გათვალისწინებაც კი გადაწყვიტონ. ეს ყოველივე თქვენი მტკიცე ხასიათით არის განპირობებული. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად სამართლიანი და ახალი პოზიციების გამო ნუ ეცდებით დაკისრებული მოვალეობების ზედმეტი ძალისხმევით შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ყოველივე კრახით დასრულდეს.

მშვილდოსანი: კარგად დაფიქრდით, შესაძლოა თქვენ გარკვეული ადამიანების მიმართ ზედმეტ სიმკაცრეს იჩენთ. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში აუცილებლად შეიძენთ მტრებს. ასეთი სიტუაცია კი წინსვლაში შეგიშლით ხელს. რა თქმა უნდა თქვენი სიმკაცრე სამართლიანობაზეა დაფუძნებული, მაგრამ ხანდახან სამართლიანობაც კი ნეგატიურად აღიქმება. ამიტომ ეცადეთ მხოლოდ საკუთარ საქმეზე მოახდინოთ ორიენტირება და დღეს სხვების პრობლემების გადაჭრას ნუ ეცდებით.

თხის რქა: დღეს საუკეთესო დღეა იმისათვის, რომ საკუთარი ცხოვრებით დატკბეთ, ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ სამუშაო დღე. შეგიძლიათ თავის ტკივილიც კი მოიმიზეზოთ და გამონთავისუფლებული დრო სრულ მარტოობას დაუთმოთ. საღამოსთვის კი შინ მეგობრები მიიწვიეთ, გაუმხილეთ მათ თქვენი ტკივილები, ეცადეთ მათი რჩევების გათვალისწინებას და მომდევნო დღეებში იმხელა ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რომ თქვენ შეჩერებას ვერაფერი მოახერხებს.

მერწყული: დღეს საკმაოდ ნეგატიურ განწყობაზე იქნებით, ვერ შეძლებთ საკუთარი თავის კონტროლს. სიტუაციის გამოსასწორებლად კი აუცილებლად ახლობლების დახმარება დაგჭირდებათ. თუ არ გსურთ ოჯახის წევრებთან საუბარი, მაშინ დახმარება მეგობარს სთხოვეთ. არავითარ შემთხვევაში არ გახადოთ თქვენი პრობლემები საზოგადო განხილვის საგანი. ყოველივეს მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი გულითადი მეგობარიც საკმარისი იქნება.

თევზები: როგორც იქნა მიხვდით, რომ სიყვარული ყოველივე პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა არ არის. უფრო მეტიც, მიხვდით, რომ თქვენთვის პირველ რიგში დაბრკოლებების გადალახვაა მნიშვნელოვანი, შემდეგ კი გრძნობები. ეს ყოველივე თქვენს კარიერულ წინსვლაზე დადებით გავლენას მოახდენს, ამიტომ ნუ ეცდებით მსგავსი აზრების უარყოფასა და ძველ პოზიციებზე დაბრუნებას.


კომენტარი