სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის გიორგი სიგუა?

ივანიშვილი ადამიანების ბითუმად შესყიდვას განაგრძობს. მისი მთავარი დიასახლისი, კოალიციაში, თინა ხიდაშელი კი, ახალი პატრონის დავალებით შეერთებულ შტატებში ეძებს ჭორვილელის ახალ მოსამსახურეებს.

გარდა იმისა, რომ ხიდაშელმა ივანიშვილს ის ამერიკული ლობისტური კომპანიები „უშოვა“, რომლებიც თავის დროზე ეგვიპტელ „დემოკრატ“ მმართველს, მუბარაქს „არასკრუტკებდნენ“, მან წლების წინ, უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მხილებული ლეიბორისტი, ასლანისტი, შევარდნაძისტი და კიდევ ათასი „ისტი“ ვინმე გიორგი სიგუაც „გააცოცხლა“.

გიორგი სიგუა, თავის დროზე, უნივერსიტეტში კორუმპირებულ ლექტორებთან დაახლოვებულ სტუდენტად და რექტორის ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა, მას, სტუდენტთა მოთხოვნით საკუთარი პრივილეგირებული პოზიციების დათმობა ვარდების რევოლუციის შემდეგ მალევე მოუხდა.

სიგუა, რომელიც ხმამაღლა იძახდა, მე პრეზიდენტი უნდა გავხდეო, ერთი ჩვეულებრივი ქურდბაცაცა გარეწარი აღმოჩნდა, რომელმაც უკან დაიხია და საქართველოს გაერიდა.

თუმცა, მაშინ, როცა სიგუას თაობას იგი პოლიტიკურ სანაგვეზე დიდი ხნის გადაგდებული ეგონა, აღმოჩნდა, რომ „უვარგისი ნივთი“ ხიდაშელმა იპოვა, ივანიშვილისგან მოკითხვა გადასცა და პირველი დავალებაც მისცა - პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ჩაეშალა.

ხმა წარსულიდან

გიორგი სიგუა, დაჩი ცაგურიასთან ერთად უნივერსიტეტის ლექტორთან დაახლოვებულ სტუდენტად ითვლებოდა. იყო სტუდკავშირში და როგორც მაშინ სტუდენტები ამბობდნენ, მათივე ფულებს ჭამდა. თუ სტუდენტური ღონისძიება, ბაკურიანში ვთქვათ, 5 ათასი ჯდებოდა, სიგუა კორუმპირებული ლექტორატიდან 15-ს ითხოვდა - ასე იყიდეს მან და მისმა მეგობრებმა მანქანები.

თუმცა, სიგუა აზარტული თამაშებითაც იყო გატაცებული. მაგალითად, ერთხელ, როცა მას ლექტორატი, სტუდენტურ ღონისძიებაზე აგზავნიდა და ამისთვის სოლიდური დაფინანსებაც გამოუყო, სიგუა კაზინოში შევიდა და მთელი ფული იქ დატოვა. ბუნებრივია, სტუდენტურ ღონისძიებაზე ვეღარ გაემგზავრა, თუმცა, უნივერსიტეტში კარგა ხანს იტყუებოდა მივლინებით საზღვარგარეთ ვიყავიო.

მეტიც, როინ მეტრეველის უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შემდეგ, სიგუა იქ მიმდინარე რეფორმებს აპროტესტებდა, ამისთვის შიმშილობაც დაიწყო, თუმცა, მაშინ, ბევრი ამბობდა, რომ ჩუმად ფენოვარ ხაჭაპურს ჭამდა. არადა ხალხს, სტუდენტობას ატყუებდა - ვმშიმშილობო.

როცა სიგუას ეს ცრუპენტელობა ამოტივტივდა, ერთ დროს პრეზიდენტობაზე მეოცნებე „ჭუჭყიანმა“ სტუდენტმა საქართველოს დატოვება დაჩი ცაგურიასთან ერთად გადაწყვიტა.

საიდანღაც ფული იშოვა, ცაგურიას გასამგზავრებელი თანხაც მიითვისა და საზღვარგარეთ წავიდა, აყვირდა - ჩემისთანა სტუდენტებს ებრძვიან და შემიფარეთო. ცაგურიას კი საბოდიშო წერილი მიწერა - მაპატიე შენი ფული რომ წავიღე, სხვვაგვარად არ შემეძლოო. აი, ასეთია კიდევ ერთი „მეოცნებე“ - „წმინდა ბიძინა მდიდარის“ ახალი სახე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100